თბილისის N117 საჯარო სკოლაში „კონკურსი ვინ უკეთ“ ჩატარდა
05-06-2019
თბილისის N117 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „კვუ“ (კონკურსი ვინ უკეთ) ჩატარდა. 

სკოლის სააქტო დარბაზში  მეხუთე კლასის მოსწავლეთა ოთხი გუნდი შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობებში შეეჯიბრნენ. ღონისძიებას,  მოსწავლეები და მშობლები, პედაგოგები, დირექციის წარმომადგენლები და ასევე ისანი-სამგორის რაიონის პროფკავშირების თავმჯდომარე  გულიკო ამილიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების - „კონკურსი ვინ უკეთ“ ორგანიზატორი იყო პედაგოგი იამზე ჭეიშვილი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ამ პროექტს საფუძველი 1995 წელს ჩაეყარა და არაერთი ღირსეული თაობა გამოზარდა.

„პროექტი გრძელდება, რადგან ეს აქტივობა ამაღლებს: მოსწავლეთა ინტელექტუალურ დონეს; ემსახურება სასკოლო ცხოვრების გახალისებას; თავისუფალი დროის მიზნობრივ გამოყენებას; მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა ასეთ აქტივობებში, აარიდებს მათ ქუჩაში არსებულ მანკიერებებს.

ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში შეიკრიბა მეხუთე კლასის მოსწავლეთა ოთხი კლასის გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა აქტივობებში. ღონისძიება „კვუ“-ს ესწრებოდნენ: გულშემატკივარი მოსწავლეები და მშობლები, სკოლის პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები. ასევე ისანი-სამგორის რაიონის პროფკავშირების თავმჯდომარე ქალბატონი გულიკო ამილიძე. ღონისძიება ,,კონკურსის ვინ უკეთ" ორგანიზატორი იყო ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველა მოსწავლისათვის საყვარელი პედაგოგი ქალბატონი იამზე ჭეიშვილი. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203