ბებნისის საჯარო სკოლის გუნდი კონკურსის - „ყველაზე წიგნიერი“ ფინალურ ტურში გადავიდა
05-06-2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ორგანიზებით კონკურსის - „ყველაზე წიგნიერი“ მე -2 ტური გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობდა ბებნისის საჯარო სკოლის გუნდი „მკითხველი“, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფინალურ ტურში გადავიდა.

გუნდი 5 წევრისაგან შედგებოდა.

ია არდემანაშვილი - მე -7 კლასის მოსწავლე

ანა გელაშვილი - მე -7 კლასის მოსწავლე

საბა ბრეგვაძე - მე - 8 კლასის მოსწავლე

სოსო ბერიკაშვილი - მე - 8 კლასის მოსწავლე

მარიამ ბერიკაშვილი - მე - 8 კლასის მოსწავლე

„სკოლა მადლობას უხდის სკოლის ბიბლიოთეკარს ნათია არხოშაშვილს გაწეული შრომისათვის და სკოლის ყველაზე „წიგნიერ“ მოსწავლეებს ფინალურ  ტურში გადასვლას ულოცავს. გვეამაყებით ჩვენო ნიჭიერებო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203