ნინოწმინდის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ო, ენავ ჩემო!“ გაიმართა
05-06-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის თამრიკო მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო!“ გამართეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში დედა ენის სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის ჩანერგვა.
„მოსწავლეებმა მიმოიხილეს ქართული ენის ისტორია. გაიხსენეს გზა, თუ როგორ მივიდა იგი ჩვენამდე, რამდენჯერ იდგა განსაცდელის წინაშე. გაიხსენეს ის ქართველი მამულიშვილები რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს და გადაარჩინეს სამშობლო და დედა ენა. თვითონ კი ფიცი დადეს, რომ სულით, გულით, გონებით ემსახურებიან საქართველოს, დაიცავენ დედა ენას, მოუვლიან და დაიფარავენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ზეიმში 15 ბავშვი მონაწილეობდა. სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს