„კირკიტელა მათემატიკის საოცრებათა სამყაროში“ - ახალციხის N1 საჯარო სკოლაში ორიგინალური ღონისძიება გაიმართა
05-06-2019

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში შემეცნებით-სახალისო აქტივობა გაიმართა.

3ბ კლასის მოსწავლეებმა ლიანა კენჭოშვილის ხელმძღვანელობით გამართეს მათემატიკური საღამო „კირკიტელა მათემატიკის საოცრებათა სამყაროში“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო ცნობები მათემატიკის ისტორიიდან, გაიხსენეს ცნობილი მათემატიკოსები, მათი გამონათქვამები, კურიოზები და საინტერესო ამბები.

გამოფენილი იყო კედლის გაზეთები „ო, ეს საოცარი მათემატიკა“, წარმოდგენილი მათემატიკური საოცრებებით.

ღონისძიებას მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრებით  ამავე კლასის მოსწავლეები აფორმებდნენ პედაგოგ ნანა ჩილინგარაშვილისა და ლევან ქიმერიძის ხელმძღვანელობით.

აქტივობა ითვალისწინებდა სახალისო ამოცანების ამოცნობას დარბაზში მსხდომ მაყურებელთათვის, რისთვისაც დაწესებული იყო სიგელები და პრიზები.

 პედაგოგთა შეფასებით, ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში მათემატიკური ცნობიერების ამაღლება და საგნის სიყვარულის გაღვივება იყო, რაც წარმატებით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203