ველისციხის  საჯარო სკოლაში მუსიკაში თემაზე - ჯანსუღ კახიძის შემოქმედება შიდა შეფასების გაკვეთილი ჩატარდა
04-06-2019
გურჯაანის  მუნიციპალიტეტის, ველისციხის  საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგმა თეა სულხანიშვილმა VI  კლასში შიდა შეფასების ჯგუფისთვის სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო - ჯანსუღ კახიძის  შემოქმედება. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი გამდიდრებული იყო  ციფრული  რესურსებით.

„მასწავლებლის პოზიტიური განწყობა, დადებითად ზემოქმედებდა  როგორც  მოსწავლეებზე,  ასევე დამსწრე  საზოგადოებაზე.  გაკვეთილზე  მოსწავლეებმა  მოისმინეს  ჯანსუღ  კახიძის  მიერ  შექმნილი  ნაწარმოებები.  ბავშვებმა  მასწავლებლის  დახმარებით  შეასრულეს  ცნობილი  კომპოზიტორის  ნაწარმოები „მუხამბაზი“,  რომელიც  ჩვენ გვახსოვს კინო  ფილმიდან  „რაჭა  ჩემი  სიყვარული“.  გაკვეთილის  ბოლოს  მაწავლებელმა  შეაფასა  მოსწავლეები  საგაკვეთილო  ჩართულობაში,  ასევე  შეაფასებინა  მოსწავლეებს  გაკვეთილი,  სთხოვა  გამოეთქვათ  ვარაუდები „თუ  როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203