ბოსლების საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
04-06-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის ბოსლების საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სკოლის მოსწავლეებმა აგრეთვე მომავალმა პირველკლასელებმა.

მე-12 კლასელებმა გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა  და  თანასკოლელებს. მათ ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის  მიმართ. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203