ასპინძის სკოლაში 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
10-04-2017

ასპინძის სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონიძიება ჩატარდა.

VII კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ის ტრაგიკული მოვლენები, რაც 28 წლის წინ, 9 აპრილს, თბილისის ქუჩებში დატრიალდა. 

ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს, შექმნეს სტენდი და ამ თემაზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა აჩვენეს.

ღონისძიება კლასის დამრიგებელისა და ისტორიის პედაგოგის, ლელა ბუჩუკურის ორგანიზებით ჩატარდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203