ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ მხატვრული კითხვის კონკურსში გაიმარჯვა
04-06-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე თამარ საყვარელიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ მხატვრული კითხვის კონკურსში „ქართული პოეზიის მარგალიტები“ გაიმარჯვა.

თამარ საყვარელიძეს სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

სკოლის დირექცია თამარს კონკურსში პირველ ადგილზე გასვლას ულოცავს და  წარმატებებს უსურვებს. ამასთან, მადლობას უხდის კონკურსის მასპინძელ ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს ნიჭიერი მოსწავლეების გამოსავლენად გაწეული საქმიანობისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203