ღვანკითის საჯარო სკოლაში 1 ივნისი თეატრალური დადგმით აღნიშნეს
04-06-2019
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგისა და  მე-7 კლასის დამრიგებლის, ელისო ჩიქოვანის ორგანიზებით დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა.
 
ნიჭიერმა მოსწავლეებმა პანტომიმის თეატრი მოაწყეს, სადაც თემატურად მსოფლიოში არსებული სამწუხარო რელობა გაითამაშეს.
  
საინტერესო აქტივობის მოწყობისთვის ქალბატონ ელისო ჩიქოვანს, მე-9 კლასის მოსწავლე ბარბარე ხაჭაპურიძესა და მეთერთმეტეკლასელებს, თეონა კოვზირიძესა და სოფო პერანიძეს სკოლის დირექციამ და დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203