გორის N9 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენი უფლებები - ჩვენი საგანძურია!“ განხორციელდა
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის, ქეთევან ედილაშვილის ხელმძღვანელობით, ,,ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში პროექტი - ,,ჩვენი უფლებები - ჩვენი საგანძურია!" განახორციელეს.
პროექტი მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით მიმდინარეობდა:
- პროექტის დასაწყისში მასწავლებელმა ყველა მოსწავლეს ბუკებში გადაუგზავნა ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია";
- ეტაპობრივად, სათითაოდ განიხილეს და დაამუშავეს თითოეული მუხლი, რის შემდეგაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ამოერჩიათ მათთვის სასურველი მუხლი;
- მოსწავლეებმა ამორჩეული მუხლების მიხედვით შექმნეს კომიქსები და აღნიშნული ილუსტრაციები საკუთარი ხელით გადაიტანეს მაისურებზე;
- მასწავლებლის მიერ მიწოდებული ელექტრონული რესურსის გამოყენებით ბავშვებმა შექმნეს პოსტერი;
- ეტაპობრივად ხდებოდა ფილმების ჩვენება ბავშვთა უფლებებზე (,,საოცრება"; ,,კლასის წინაშე"; ,,ყვირილი"; ,,გადაუხადე სხვას"), რის შემდეგაც ხდებოდა მათი განხილვა;
- წაიკითხეს რ. ჯ. პალაციოს წიგნი ,,საოცრება";
- მასწავლებელმა მოამზადა პრეზენტაცია თემაზე: ,,ბავშვები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო". მოსწავლეები გაიცნეს თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იბრძოდნენ და იბრძვიან ბავშვთა უფლებების დასაცავად;
- პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ ,,თბილისის ბიბლუს გალერეას", სადაც დაამზადეს პატარა ზარდახშები;
- 1-ელ ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მეოთხეკლასელებს ეცვათ საკუთარი ხელით მოხატული მაისურები და თითოეული მათგანი სიმბოლურად წარმოადგენდა ,,ბავშვთა უფლებების კონვენციის" მუხლს;
- ამავე დღეს, სკოლის ფოიეში მოეწყო ზარდახშების გამოფენა;
- პროექტი დასრულდა IVბ კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის ერთობლივი ფლეშ -მობით. გადაიღეს ვიდეო კლიპიც.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის განხორციელებასა და წარმატებით დასრულებას ხელი შეუწყო მშობელთა აქტიურად ჩართულობამ და ახალი საგნის ,,მე და საზოგადოების" სწავლამ.
იხილეთ ფოტოები