წნორის N1 საჯარო სკოლაში საგაზაფხულო კონცერტი ჩატარდა
04-06-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის N1 საჯარო სკოლაში კლუბის და წრის მუშაობის შემაჯამებელი საგაზაფხულო კონცერტი ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაალამაზეს და გააფორმეს საკონცერტო დარბაზი.

„მოსწავლეებმა მონდომებით, ხასიათში, პროფესიული ბგერით და ექსტაზით შეასრულეს კომპოზიტორების მერი დავითაშვილის, ინოლა გურგულიას, ნუნუ გაბუნიას, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, სანდრო მირიანაშვილის საბავშვო სიმღერები. თითოეულ კომპოზიტორზე გააკეთეს მოძიებული მასალის გაცნობა. ფოტოები მოიტანეს და დარბაზში თვალსაჩინოდ გამოფინეს. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203