ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
04-06-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე მხიარულად აღნიშნეს.

ღონისძიება მეექვსე კლასელი ნინი ბოლქვაძისა და მეშვიდე კლასელი ქეთი ოჯახიშვილის ორგანიზებით ჩატარდა. რისთვისაც დირექცია დიდ მადლობას უხდის მათ.

„გილოცავთ პატარებო! რომ არა თქვენი უსაზღვრო სიყვარული, ჩვენ არ გვერქმეოდა: მასწავლებელი. უფალმა დაგლოცოთ! ჩვენმა სიყვარულმა გაგაძლიეროთ!“ - წერენ პედაგოგები სკოლის ფეისბუქგვერდზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203