აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში იმიტირებული სასამართლოს ფორმატში გაკვეთილი ჩატარდა
04-06-2019
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში IX კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო „ბრბოს ფსიქოლოგია“. გაკვეთილი იმიტირებული სასამართლოს ფორმატში ჩატარდა.
შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო სამი სასამართლო პროცესი მოთხრობების -„სარჩობელაზედ“, „ეშმაკის ქვა“, „მარიტას“ მიხედვით. პედაგოგი ლელა თოდუა გახლავთ.