ყანდაურის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ ჩატარდა
04-06-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყანდაურის საჯარო სკოლაში VI-VII კლასების ღონისძიება - „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „იავნანამ რა ჰქმნა“ მიხედვით სპექტაკლი წარმოადგინეს. წაიკითხეს ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, შთამბეჭდავი იყო მათ მიერ შესრულებული ქართული ცეკვები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203