ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
04-06-2019

ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I-VI კლასის პირველი საფეხურის მოსწავლეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მშობლები. სკოლის დირექტორმა ღონისძიება დადებითად შეაფასა.

ღონისძიება მოამზადა დირექტორის მოადგილემ - ნინო გოგოლიშვილმა.

ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203