საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს უფლებები გაიზრდება - ირინა აბულაძე
05-06-2019

შემოდგომაზე პარლამენტს წარედგინება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში  შესატანი ცვლილებების პაკეტი, სადაც სამეურვეო საბჭოს უფლებები კიდევ უფრო მეტად იქნება გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

„განათლების რეფორმის ფარგლებში ვმუშაობთ „ზოგადი განათლების კანონის“ ცვლილებების პაკეტზე, რომელსაც შემოდგომაზე წარვადგენთ პარლამენტში, სადაც სამეურვეო საბჭოს ფუნქცია იქნება გაზრდილი. ეს ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას რომ სამინისტროსა და მის წარმომადგენლებთან ერთად, რესურსცენტრებთან, მასწავლებლებთან და დირექტორებთან ერთად გაიზარდოს მშობლების როლი, გაიზარდოს მასწავლებლების ჩართულობა სამეურვეო საბჭოში და ამათ უფრო აქტიური როლი ითამაშონ სკოლის განვითარების ნაწილში“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ასევე: საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება - კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისიდან დაიწყება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203