ბერშუეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
04-06-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ბერშუეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

მე-12 კლასის დამრიგებელი მანანა ბედოშვილია. 

მეთორმეტეკლასელებმა ღონისძიება გამართეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს. 

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი წარმატებას ვუსურვებთ მათ ცხოვრების ახალ ასპარეზზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203