ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება კონკურსში და საგზური კაბადოკიაში
04-06-2019

„დამოუკიდებელ ბავშთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მიერ ჩატარებულ პროექტში სახელწოდებით „განავითარე შენი რეგიონი“ ხელვაჩაურის რაიონის ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პირველი ადგილი დაიკავა ერგეს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ნინი ძნელაძემ და მიიღო ერთკვირიანი საგზური კაბადოკიაში.

მეორე ადგილი მოიპოვა X კლასის მოსწავლემ მედეა ლორთქიფანიძემ, რომელმაც მიიღო 25%-იანი ვაუჩერი კაბადოკიაში სამოგზაუროდ.

მესამე ადგილზე გავიდა XI კლასის მოსწავლე მანანა სეხნიაშვილი და მან მიიღო საქართველოს მასშტაბით ბანაკებში სამოგზაურო 100%-იანი ვაუჩერი.

გუნდის ხელმძღვანელი გახლავთ XI კლასის მოსწავლე ანა ძნელაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203