ზიკილიის საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა სკოლის ეზოში დეკორატიული ფიჭვის ნერგები დარგეს
04-06-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ზიკილიის საჯარო სკოლის ეკო კლუბის - „ბეღურები“ წევრებმა სკოლის ეზოში დეკორატიული ფიჭვის ნერგები დარგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა წინასწარ განსაზღვრულ ადგილას ნიადაგი მოამზადეს, საჭირო ზომის ორმოები ამოიღეს და 10 ცალი დეკორატიული ფიჭვის ნერგი დარგეს.
„ეკო კლუბ „ბეღურების“ მიზანი იყო სკოლის ეზოს გამწვანება, შედეგად მივიღებთ ლამაზ გარემოს და სუფთა ჰაერს, მოსწავლეები შეძლებენ მოუარონ თავიანთ დარგულ ხეებს და გამოუმუშავდებათ ბუნების დაცვის და მოვლის უნარ-ჩვევები“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს