ორგორის საჯარო სკოლაში I კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს
04-06-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგორის საჯარო სკოლაში I კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ინგა ნარიმანიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს.

მოსწავლეებმა ღონისძიება ქართული ენის სადიდებელი სიმღერით გახსნეს. მხატვრულად წარმოადგინეს ანბანის თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები. ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, კლასში შექმნილი იყო საზეიმო განწყობა, შეასრულეს დედაენისადმი მიძღვნილი სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და პედაგოგები. მასწავლებლებმა გზა დაულოცეს პირველკლასელებს და უსურვეს ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა.

1-ელ ივნისს, პირველი კლასის მოსწავლეები ქალაქ ბორჯომის პარკში ექსკურსიაზეც იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს პარკი და ატრაქციონებზე. მოინახულეს მწვანე მონასტერი და კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203