კვატიის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი აღნიშნეს
04-06-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის კვატიის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი აღნიშნეს. შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის მიმართ. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.

„კიდევ ერთი თაობა გავაცილეთ. სევდიანმა ფონმა, ცოტა ცრემლმა, ბავშვობის დროინდელმა ანცობებმა და რაც, მთავარია ერთმანეთის დიდი სიყვარულმა გაათბო სკოლის დარბაზი. გილოცავთ ბავშვებო, წინ გამარჯებისკენ, წინ უკეთესი მომავლისკენ! ღმერთმა დაგლოცოთ!“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203