რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ხელოვნების გამოცდაზე?! - რჩევები
04-06-2019

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტების კითხვებს ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ხუნდაძე პასუხობს.


- რას უნდა მიაქციონ ყურადღება უფრო მეტად აბიტურიენტებმა ამ საგნის გამოცდაზე?

- ძალიან ხშირად აბიტურიენტები ყურადღებით არ კითხულობენ დავალების პირობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ზუსტად ის პასუხი გასცენ აპლიკანტებმა, რასაც დავალების პირობა მოითხოვს.

- რა რეკომენდაციას მოგვცემდით გამოცდაზე კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს პასუხს „სწორია  ან „მცდარია“?

- ამ დავალებაში თუ თვლით, რომ პასუხი ჭეშმარიტია, უნდა მონიშნოთ ,,სწორია", ხოლო როდესაც ნიშნავთ პასუხს ,,მცდარია", აუცილებლად უნდა განმარტოთ კომენტარის სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პასუხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი.

- ტესტი ისეთივე ფორმატის იქნება, როგორიც შარშან?

ხელოვნების ტესტის ფორმატი არ შეცვლილა.

- გამსვლელი ქულა რამდენია?

- აბიტურიენტებისთვის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70, ხოლო მინიმალური - 18.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203