ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - ,,მხიარული თამაშები 26 მაისი“ გაიმართა
03-06-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში,  ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში ,,მხიარული თამაშები 26 მაისი“  მე-4 კლასი გუნდი „მერცხალი“, მე-5 კლასი გუნდი „მგლები“ და მე-6 კლასის გუნდი „მართვე“ მონაწილეობდნენ.

გამორჩეულად კარგად იმსაჯეს დავით ბრეგაძემ (მე-11 კლასის მოსწავლე), გიორგი ღვინეფაძემ (მე-9 კლასის მოსწავლე) და გიორგი კლდიაშვილმა (მე-11 კლასის მოსწავლე).

ჟიურის წევრებმა: პედაგოგებმა ხათუნა გვენეტაძემ, ხათუნა ხოხიაშვილმა და ლელა ბერძულმა ობიექტურად დათვალეს შედეგები, რისთვისაც სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203