აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-06-2019

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV) კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან (ეკა სიჭინავა, ირმა სიმაურიანი, დალი ეჯიბია, ზამირა აფხაზავა) და სკოლის დირექტორთან (ელისო სიჭინავა) ერთად  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203