განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში „ჩვენ ვეხმარებით პატარებს“ მონაწილეობდნენ
03-06-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განჯალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტში „ჩვენ ვეხმარებით პატარებს“ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგის ნანა მაისურაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით,  არაქართველი მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ ქართულ მოთხრობებს და ნაწარმოებებს, ასევე მათ ნაკლებად აქვთ მშობლიურ ენაზე დაწერილი მოთხრობები, რასაც ძალიან განიცდიან. ამ პროექტის ფარგლებში შეძლეს გაცნობოდნენ ჯიპრაიდის სარესურსო წიგნებს, თარგმნეს აზერბაიჯანულ ენაზე, გააფორმეს ნახატებით და წაუკითხეს პატარებს, შემდეგ კი ხელნაწერი წიგნები მიიტანეს სკოლის ბიბლიოთეკაში, რადგან ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი გამოყენება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203