მარელისის საჯარო სკოლაში ტრენინგი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩატარდა
03-06-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში ტრენინგი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგი წარმატებით და საინტერესოდ წარიმართა. 

„მას უძღვებოდა უნარიანი, კრეატიული, საქმის მცოდნე და საუკეთესო ლიდერი არჩილ ბლიაძე. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და არჩევნები. არჩევნებში ჩაერთო სასკოლო საზოგადოება. აღნიშნულმა აქტივობამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა მოსწავლეთა მხრიდან. მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები. წარმატებებს ვუსურვებთ ტრენერს და ახალგაზრდებს. მადლობა ბატონ არჩილ ბლიაძეს და ჩვენს კრეატიულ მოსწავლეებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203