ვალის N3 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა ჩატარდა
03-06-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3  საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი  ვიქტორინა ჩატარდა.

ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა. ვიქტორინას ორგანიზება გაუწია სპორტის მასწავლებელმა ვალერი აბდულმუტალიმოვმა და მე-8 კლასის მოსწავლემ ანჟელა კაზარიანმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გადაეცათ სიგელები.

ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203