თბილისის N108 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტულ-გასართობი შეჯიბრით აღნიშნეს
03-06-2019
თბილისის N108 საჯარო სკოლის IV კლასმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტულ-გასართობი შეჯიბრის - „მხიარული სტარტები“ მოწყობით აღნიშნა.

სკოლის აღსაზრდელები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. (პედაგოგი:ირმა ათაბეგაშვილი)

სკოლა აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს. 

„გილოცავთ, გისურვებთ უღრუბლო ზეცის ქვეშ ლაღი და თავისუფალი ბავშვობა გაგეტარებინოთ. დაიცავით თქვენი უფლებები და შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები, გისურვებთ შემდგომ წარმატებებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203