ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი შიდა ქართლში სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგად დასახელდა
03-06-2019
25 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვეს.
შიდა ქართლში სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგად ხაშურის N1 სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მორის დანდურიშვილი დასახელდა.
მის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი პოსტერით დაინტერესდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა“ დირექტორი მარინა უშვერიძე (PH International - საქართველო) და დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
მორის დანდურიშვილმაპოსტერის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს