ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში - „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ მონაწილეობდნენ
03-06-2019

გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გამართულ  მოსწავლეთა ყოველწლიურ  სამეცნიერო კონფერენციაში - „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 1-ელ ივნისს გაიმართა.

კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს (გიორგი კოჭლამაზაშვილს,  მარიამ ლეკიაშვილს, ნათია კაღაშვილს, ნინო მათეშვილს) ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სიგელი გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულები: ნატალი ოთარაშვილი III ხარისხის და ნინო ოთარაშვილი I ხარისხის  დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

დიპლომები გადაეცათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც: ქეთევან ნანდოშვილს და ნარგიზა აფციაურს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203