მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი ორიგინალურად წარიმართა
03-06-2019
მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებასა და ქართულში ინტეგრირებული გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა.

პედაგოგების ნინო ნადიბაიძისა და თამარ გელაშვილის ხელმძღვანელობით  პირველკლასელები ცხოველებსა და მათ საბინადროებს გაეცნენ.

აქტივობა შემეცნებითად, მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარიმართა. 

ნიჭიერმა მოსწავლეებმა წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ეფექტურად გამოავლინეს.

მათ  სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაკვეთილის მიწურულს, პედაგოგებმა ბავშვებს ცოცხალი კუთხე მოუწყეს და სტუმრად ცხოველები მოუყვანეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203