
სენაკის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კლასის დამრიგებელმა ირინა ადამიამ გაუწია, მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენელმა საკუთარი აზრი გაგვიზიარა:
„ბავშვებისთვის ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო დღევანდელი დღე. ანბანის შესწავლის პროცესში ღვივდება მომავალ თაობაში მშობლიური ენის, როგორც სამშობლოს მცნებიდან განუყოფელი ნაწილის, სიყვარული“.
იხილეთ ფოტოები: