წყალფორეთის საჯარო სკოლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიებით გამოეხმაურა
03-06-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალფორეთის საჯარო სკოლაში პირველ ივნისთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩატარდა.

პროექტი წყალფორეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ციცინო აბულაძისა და ისტ- ის პედაგოგის ნათია ტაბატაძის ხელმძღვანელობითა და ამავე სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდა.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს პირველი ივნისის დაარსების შესახებ, წარმოადგინეს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და ამ დღისადმი მიძღვნილი დროშის პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში მათ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მოქმედი ბავშვთა უფლებების დამცავი ორგანიზაციების საქმიანობაც გააცნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საინტერესო იყო პოლონელი ექიმის იანუშ კორჩაკის მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალა და კორჩაკის 10 მცნება მშობლებისათვის. 

ღონისძიების დასასრულს მოეწყო ასფალტზე ხატვის კონკურსი. მონაწილე კონკურსანტებს გადაეცათ წარმატებით ასპარეზობის დამადასტურებელი სიგელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203