ჭარნალის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე სასკოლო აქტივობებით დატვირთული კვირეულით აღნიშნეს
03-06-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჭარნალის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე კვირეულით აღნიშნეს.
კვირეული სასკოლო აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს