სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ეგვიპტე და ფარაონები“ ჩატარდა
03-06-2019
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „ეგვიპტე და ფარაონები“ ჩატარდა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, ძველი ეგვიპტის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, მათ შორის - რატომ და როგორ შენდებოდა პირამიდები, ვინ იღებდა მონაწილეობას მის მშენებლობაში, რას ატანდნენ ფარაონებს აკლდამაში და როგორ ხდებოდა მუმიფიცირება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს