თორიის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
03-06-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თორიის საჯარო სკოლაში I-კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა საზეიმო დილა „ანბანის გაცილება“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ  პედაგოგები, მოსწავლეები  და მოსწავლეთა მშობლები.

პატარებმა შემოგთავაზეს ხალისიანი და საინტერესო ლექსები, სიმღერები, ინსცენირებები რომლებიც ეძღვნებოდა ყველა ბავშვისთვის ძვირფას სომხურ ანბანს.

ღონისძიება საკმაოდ  თბილ  გარემოში ჩატარდა. დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსე დამსწრე საზოგადოებამ კეთილი სურვილები გამოხატა მოსწავლეების  და მათი პედაგოგის გერმინე ტონაკანიანის მიმართ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203