ბოსტანის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გარე დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
03-06-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ბოსტანის საჯარო სკოლის VIII კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გარე დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო ნოდარ დუმბაძის - „ბოშები“. სასწავლო პროცესს მასწავლებელი თამარ კობზონაძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დამკვირვებელი ხათუნა სიდამონიძე, რესურსცენტრის წარმომადგენელი სოფო ფოფხაძე და სკოლის ფასილიტატორი რუსუდან გიორხელიძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, შექმნილი იყო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი, პოზიტიური გარემო. გაკვეთილი შეფასდა დადებითად და მასწავლებელმა ოთხი კრედიტი მიიღო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს