თბილისის N90 საჯარო სკოლაში ტერენტი გრანელის შემოქმედება გააცოცხლეს
03-06-2019

თბილისის N90 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ცარციძემ მისი სადამრიგებლო XI1 კლასის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.

მოსწავლეებმა დამსწრეთა წინაშე გააცოცხლეს ტრაგიკული ბედის მქონე მწერლის ტერენტი გრანელის ცხოვრება და შემოქმედება.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ტერენტი გრანელის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები და წაიკითხეს ლექსები მწერლის შემოქმედებიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები და მშობლები.

სკოლის დირექცია და პედკოლექტივი მადლობას უხდის XI1 კლასს და მათ დამრიგებელს საინტერესო ღონისძიებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203