ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგი სვეტლანა ბოჩიკაშვილი დააჯილდოვეს
03-06-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი - სვეტლანა ბოჩიკაშვილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო  ცერემონიალზე ორი სხვა სკოლის პედაგოგთან ერთად დაჯილდოვდა.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი.

საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203