ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
03-06-2019
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი ლელა ჩხაიძე ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა მუზეუმში ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები დაათვალიერეს.
„ადამიანი, რომელმაც დროს გაუსწრო - „მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები, წლები, მაგრამ ყოველგვარ და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა“, -ეს სიტყვები ეკუთვნის პუბლიცისტს, კრიტიკოსს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს ნიკო ნიკოლაძეს. ის იყო მამულიშვილი, რომელიც თავისი აზროვნებით და საქმისადმი მიდგომით ნამდვილად უსწრებდა დროს. p.s საოცარი იყო ის, რომ ამ პატარა ქართველებმა კარგად შეიგრძნეს, როგორი დიდი მამულიშვილის ნატერფალზე იმყოფებოდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს