მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა
03-06-2019

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა. აღნიშნული დოკუმენტი შუალედურია და „მასწავლებლის რეგულაციის წესის“ ამოქმედებამდე იმუშავებს.

როგორც ცნობილია მასწავლებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ სტატუსის შესაცვლელად აქტივობების განხორციელება და კრედიტქულების დაგროვება, 2019 წლის ბოლომდე შეძლებენ არსებული ახალი სქემით იხელმძღვანელონ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმოწერითა და მთავრობის დადგენილებით ამოქმედდა.

სქემაში განსაზღვრულია ზოგადი დებულებები: მიზნები, ამოცანები და დანიშნულება. მასთან, მასწავლებლის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზები და საშუალებები,  სტატუსის შეფასების წესი და ა.შ.

იხილეთ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203