წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ მეფის ეპოქის ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე იმუშავეს
03-06-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის მარინა თუთბერიძის ხელმძღვანელობით, თამარობასთან დაკავშირებით, თამარ მეფის ეპოქის ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე იმუშავეს.

მოსწავლეებმა აქტივობის ბოლოს სტიკერებით მონიშნეს ის ადგილები, სადაც თამარ მეფის ფრესკებია შემორჩენილი: ბერთუბანი, ვარძია, ბეთანია და ყინწვისის ტაძრები.

14 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კეთილმორწმუნე ქართველთ მეფის თამარის ხსენების დღეს - თამარობას აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203