შუაფარცხმის საჯარო სკოლაში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
31-05-2019

ჩოხატაურის რაიონის შუაფარცხმის საჯარო სკოლაში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული ენა და ლიტერატურა - ისტორია ჩატარდა. მე-8 კლასის პედაგოგი მაკა კობალაძე გახლდათ. 

„ნაწერი რჩება უკუნისამდე“, ოთხი შატბერდული ხელნაწერის ისტორიულ ჭრილში განიხილეს.

გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ. მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო აქტივობები, გაეცვნენ ბოლნისის სიონისა და პალესტინაში აღმოჩენილ ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებს.

იმუშავეს ტექსტის გაგება-გააზრებაზე, ასევე იმსჯელეს, საქართველოს ისტორიაზე, იმ საუკუნეებში, როცა ხელნაწერები შეიქნა.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203