თბილისის N104 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონისგან“ დაჯილდოვდნენ
31-05-2019

თბილისის N104 საჯარო სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს „ეტალონისგან“  წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

,,ეტალონის“ წარმატების სერტიფიკატები გადაეცათ პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს, რომლებმაც 50-ქულიანი ბარიერი გადალახეს.

ტესტირება, რომლის თარიღთან დაკავშირებითაც სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული, „ეტალონისგან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

შეგახსენებთ,  2018-2019 სასწავლო წელს „ეტალონი“ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203