კვირიკეთის საჯარო სკოლაში საკლასო პროექტი - „მავნე ჩვევების“ პრეზენტაცია გაიმართა
31-05-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლაში საკლასო პროექტი - "მავნე ჩვევების" პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კვირიკეთის საჯარო სკოლის მეათე კლასელებმა საკლასო პროექტის "მავნე ჩვევები" პრეზენტაცია და შემაჯამებელი შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები. ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეები სტუმრად იმყოფებოდნენ სარეაბილიტაციო ცენტრში -"ფენიქსი", სადაც მოსწავლეები შეხვდნენ ფსიქოლოგს და ისაუბრეს ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203