წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გამოსაშვები საღამო იაკობ გოგებაშვილს მიუძღვნეს
31-05-2019

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში I კლასის (ხელმძღვანელი: იამზე წულუკიძე) ღონისძიება თემაზე: „დედაენით უკვდავია დიდი ძია იაკობი" გაიმართა.

ზეიმი იაკობ გოგებაშვილისა და მის უკვდავ „დედაენას“ მიეძღვნა. პატარებმა საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს დიდი პედაგოგი და მისი მოთხრობების გმირები.

ისინი ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ ლექსისა და სიტყვის თქმაში, რომელსაც მორგებულად უხამებდნენ სიმღერესა და ცეკვას. ბავშვებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მათი მშობლებშიც, რამაც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახადა ეს დღე.

მათ როლური თამაშით წარმოადგინეს ნაწყვეტები დიდი იაკობის მოთხრობებიდან. დარბაზი სავსე იყო მოწვეული სტუმრებით, რომლებიც არ იშურებდნენ აპლოდისმენტებს და ტკბილ სიტყვებს მონაწილეთა მიმართ. ღონისძიება დადებითა შეაფასა წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბატონმა მამუკა ჩხეტიანმა, სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ, სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა დალი სილაგაძემ და მშობლებმა.

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებს ეს შთმბეჭდავი დღე არასოდეს დაავიწყდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203