''გაზაფხული და დედა'' - უდის N1 სკოლაში ორიგინალური ღონისძიება გაიმართა
03-03-2017

უდის N1 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება ''გაზაფხული და დედა''.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები დედასა და გაზაფხულზე, წარმოადგინეს ჩანახატი დედაზე, განასახიერეს პიესა "გაზაფხული". ღონისძიება მუსიკალური ნომრებითაც გამოირჩეოდა.

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დაამზადეს გაზაფხულის ყვავილები, რომლითაც სცენა გააფორმეს.

როგორც დამსწრეებმა აღნიშნეს, ღონისძიება ძალიან ორიგინალური და ლამაზი იყო, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიყვარულით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203