იხილეთ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მრავალფეროვანი აქტივობები
31-05-2019

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩევიან.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის VIII მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ნატო ჩხაიძე) გამოეხმაურნენ ეროვნული ბიბლიოთეკის აქციას „აჩუქე წიგნი" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ეწვივნენ დღის ცენტრის „იავნანას“ აღსაზრდელებს, საჩუქრად გადასცეს წიგნები სამახსოვრო წარწერებით და მათ მიერ შექმნილი საქართველოსადმი მიძღვნილი კრებულები: „საქართველოზე უთქვამთ“ და „პატარა საქართველო დედამიწაზე“, საიდანაც პატარებს წაუკითხეს ლექსები.

ცენტრის აღსაზრდელებმა კი წარმოადგინეს მინი სპექტაკლი „ყაყაჩოების ცეცხლი“ ( ხელმძღვანელი მარინე ბარამიძე). რომლითაც პატარებმა მონაწილეობა მიიღეს ურეკში გამართულ ფესტივალზე და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203