თბილისის N142 საჯარო სკოლაში I ა კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
31-05-2019

თბილისის N142 საჯარო სკოლამ ღონისძიებას, სახელწოდებით- „ჩვენი ენა ქართული“ უმასპინძლა.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება თბილისის N142 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებელმა ნაილი ბახტურიძემ გაუწია, მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

სკოლის წარმომადგენელმა ღონისძიების შესახებ ისაუბრა:

„მოსწავლეებმა მხატვრულად ისაუბრეს საქართველოს ისტორიასა და ქართული ენის მნიშვნელობაზე. იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" სიმბოლოდ ქცეული ყვავილის, იის ფერით დამშვენებულმა გოგო-ბიჭებმა ჩვენი საამაყო ანბანის ხმოვნები და თანხმოვნები პოეტური სტრიქონებით შეამკეს“.

ღონისძიების დასასრულს, კლასის დამრიგებელს ნაილი ბახტურიძეს ღირსეული პედაგოგობისათვის, მშობლების სახელით, მადლობის სიგელი გადაეცა. სიმბოლური დიპლომებით დაჯილდოვდნენ მისი მოსწავლეებიც.

თბილისის N142 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლის პედაგოგმა თეა თაბაგარმა საკუთარი ემოციები გაგვიზიარა:

„პირადად ჩემთვის, როგორც პოეტისთვის, რომელსაც არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა, ყველაზე ემოციური წუთები იყო, როცა შესაძლებლობა მომეცა, ჩემი შვილის და მისი კლასელების ღონისძიებაში ჩავრთულიყავი საკუთარი ლექსით, რომელიც ზეიმის თემის შესაბამისად, ჩვენს საყვარელ სამშობლოს და მომავალი თაობის იმედს ეძღვნება. ამ შესაძლებლობისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ ნაილის და სკოლის დირექციას“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203