თბილისის N160 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შთაგონებით საინტერესო ვიქტორინა გაიმართა
31-05-2019

თბილისის N160 საჯარო სკოლაში QUIZ SHOW გაიმართა.

პედაგოგ გიორგი წიწაკაშვილის ხელმძღვანელობით მე-6 კლასის მოსწავლეებმა „ეტალონის“ შთაგონებით საინტერესო ვიქტორინა მოაწყეს.

მრავალფეროვანი, სახალისო, შემეცნებითი და ანალიტიკური კითხვებით მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

ვიქტორინა დინამიურად მიმდინარეობდა, სადაც ბავშვები საინტერესო მიდგომებით ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ფინიშის ხაზს, მათ საკმაოდ რთულ შეკითხვებს წარმატებით გაართვეს თავი და გამარჯვებულიც გამოავლინეს, პირველი ადგილი  ლიზი ტიელიძეს ხვდა წილად.

ვიქტორინის დასასრულს ფინალისტები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203